აპიმაქსი არის ვეტერინარული ბალზამი ფუტკრის ოჯახებისთვის, რომელიც გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, დაავადებების პროფილაქტიკისა და ოჯახის საერთო განვითარების გასაუმჯობესებლად. პრეპარატი დამზადებულია ბუნებრივი ბიოაქტიური კომპონენტების საფუძველზე და არ ტოვებს მავნე ნარჩენებს თაფლში.
აპიმაქსი ეფექტურია ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ასევე რეკომენდებულია სტრესის, სუსტი განვითარების და სეზონური დატვირთვის პერიოდში. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს დედა ფუტკრის კვერცხდებას, ზრდის ოჯახის სიცოცხლისუნარიანობას და ამცირებს ზამთრის დანაკარგებს.
პრეპარატი მარტივად გამოიყენება როგორც შესხურებით, ასევე შაქრის სიროფსა და კანდში დამატებით. Apimax არ ახდენს გავლენას თაფლის ხარისხზე და მისი გამოყენება უსაფრთხოა როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მეფუტკრეებისთვის.
გამოყენების წესი და დოზირება
1) შესხურებით (ჩარჩოებზე)
100 მლ აპიმაქსი იხსნება 1 ლიტრ თბილ (40–50°C) ანადუღარ წყალში. მიღებული ხსნილით შეასხურებენ ფუტკრებს ჩარჩოებს შორის. პროცედურა ტარდება 4–5-ჯერ, 3–4 დღიანი ინტერვალით.
2) შაქრის სიროფით
100 მლ აპიმქსი იხსნება 10 ლიტრ 50% (1:1) შაქრის სიროფში. დოზირება შეადგენს 30–35 მლ სიროფს თითო ჩარჩოზე. გამოიყენება 2-ჯერ, 7 დღიანი ინტერვალით.
3) კანდში გამოყენება
100 მლ აპიმქსს ურევენ 5 კგ კანდს. დოზირებაა 50 გ კანდი თითო ჩარჩოზე. გამოიყენება 2-ჯერ, 7 დღიანი ინტერვალით.
რეკომენდებული გამოყენების პერიოდი
გამოიყენება გაზაფხულზე ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლად, ძირითადი ნექტრის აღების შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით და შემოდგომაზე ზამთრისთვის მოსამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატს არ გააჩნია ლოდინის პერიოდი. თაფლი უსაფრთხოა მოხმარებისთვის. შენახვა რეკომენდებულია მშრალ და გრილ ადგილზე, 0–25°C ტემპერატურაზე.



